რუსეთმა უკრაინაზე 9 მაისს შესაძლოა მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანოს- ჰუმენიუკი

გამოქვეყნდა:

მტრის მიერ, წინა სარაკეტო დარტყმის შემდეგ ხანგრძლივი პაუზა შეიძლება მიუთითებდეს ახალი თავდასხმისთვის მზადებაზე - აცხადებს უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ჰუმენიუკი. ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე 9 მაისს მიიტანოს, თავიანთი "წმინდა თარიღის" აღსანიშნავად. თუმცა, იქვე, ჰუმენიუკი აღნიშნავს, რომ მტრის სისასტიკის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს არ უნდა ელოდონ და შეტევა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.

"სავარაუდო სარაკეტო შეტევა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს", - ამბობს ის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი