
სუდანის დედაქალაქიდან ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი და ჩინელი დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
განცხადებაში ნახსენები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ერთი კვირაა ცხელი წერტილიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ელოდებიან.
გამოცემა წერს, რომ არმიის მეთაური უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას დათანხმდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა მათ შორის ჩვენი ქვეყნის 30-ზე მეტი მოქალაქე.