
უკრაინის "რადა" რუსული გასამხედროებული ორგანიზაცია "ვაგნერის“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.
უკრაინის პარლამენტის განმარტებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაჯგუფებამ ქვეყანაში არაერთი დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ის ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს. კანონპროექტი ამ დაჯგუფების დამფინანსებლების სანქცირებასაც ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელია რუსი ბიზნესმენი, პუტინის მზარეულად წოდებული ევგენი პრიგოჟინი.