კუნძულ ლუზონის მახლობლად II მსოფლიო ომის დროს ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულ ლუზონის მახლობლად მკვლევართა ჯგუფმა, ჩაძირული იაპონური ხომალდი აღმოაჩინა, რომელსაც 1942 წელს  რაბაულიდან ჰაინანში სამხედრო ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა.  

ხომალდის ნამსხვრევები კუნძულ ლუზონის მახლობლად 4000 მეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს.

ხომალდი სახელად  "Montevideo Maru" 1942 წლის 1 ივლისს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა Sturgeon-მა ჩაძირა. შედეგად 1, 080ადამიანი დაიღუპა, მათგან  979 ავსტრალიელი იყო. ხომალდის ჩაძირვა ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე დიდ საზღვაო კატასტროფად ითვლება.

ომამდე გემი მოქმედებდა როგორც სამგზავრო და სატვირთო გემი, ის ძირითადად იაპონიასა და ბრაზილიას შორის სამოგზაუროდ გამოიყენებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი