
სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ 21 აპრილს რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვები დაიწყო. განხილვები სამხრეთ აფრიკაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო ვიზიტს უკავშირდება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მედია წერს, რომ ოთხდღიანი შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა სამხრეთ აფრიკის რომის სტატუტიდან გასვლა იყო. ეს ხელშეკრულება ქვეყანას ავალდებულებს, რუსეთის პრეზიდენტი დააპატიმროს იმ შემთხვევაში, თუ ის მის საზღვარს გადაკვეთს.
პუტინი სამხრეთ აფრიკაში შესაძლოა, BRICS-ის სამიტზე აგვისტოში ჩავიდეს.
შეგახსენებთ, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ 17 მარტს უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო პუტინის დაკავების ორდერი გასცა.