
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე შეტევისთვის ბოლო სამი დღეა ირანული დრონების ახალ პარტიას იყენებს. მათივე ცნობით, ბოლო 25 დღეში ოკუპანტებმა პირველად შეუტიეს კიევს.
"უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსულმა ძალებმა 20 აპრილს გაუშვეს 26 თვითმფრინავი, რომელთაგან უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს 21. 12 თვითმფრინავი 21 აპრილს, საიდანაც უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს რვა. 19-დან 20 აპრილამდე და 20-დან 21 აპრილს ღამით, რუსეთის ძალებმა დაუმიზნეს კიევს, ოდესას, პოლტავას, ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვსა და ჩერნიგოვის ოლქებს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება, რომ კიევში დარტყმების შედეგად ზარალი არ არის. სამხრეთ ძალების უკრაინის ერთობლივი საკოორდინაციო პრეს ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა 20 აპრილს განაცხადა, რომ რუსული ძალები დაელოდნენ შაჰიდის უპილოტო თვითმფრინავების ახალი პარტიის ჩამოსვლას შემდგომი დარტყმებისთვის და აღნიშნა, რომ რუსული რაკეტების გამოყენებაც შემცირდა." ნათქვამია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მოხსენებაში.