
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში უკრაინელმა მესაზღვრეებმა დღის განმავლობაში რუსი დამპყრობლების ოთხი თავდასხმა მოიგერიეს, მტერმა ზარალი განიცადა - უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უკრაინელ დამცველებს ღამით სამჯერ, ხოლო დღის განმავლობაში ერთხელ დაესხნენ თავს, თუმცა თავდასხმა ჩაიშალა და ლიკვიდირებულია მტრის დაახლოებით 6 სამხედრო, არიან დაჭრილებიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბახმუტი უკვე რამდენიმე თვეა ფრონტზე ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. მტერი მთლიანად ანადგურებს ქალაქს, ანგრევს სახლებსა და შენობებს, ზოგიერთ რაიონში კი წინ მიიწევს, თუმცა განიცდის დიდ დანაკარგს.