რუსეთის ციხეებიდან გაუჩინარებული პატიმრები და ბახმუტი, ომის ყველაზე ცხელი წერტილი - ინტერვიუ გიორგი ქუფარაშვილთან

გამოქვეყნდა:

სად არის რუსეთის ციხეებიდან გაუჩინარებული 17 ათასი პატიმარი? ისინი საპატიმროებიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუჩინარდნენ. მათი რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის 35 რეგიონში შემცირდა. ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ამ პატიმრებით რუსეთმა ფრონტზე ცოცხალი ძალის საკმაოდ დიდი დანაკლისი შეავსო. ახლა სამხედროებთან ერთად ამ პატიმრების დახმარებით ცდილობს ფრონტზე გარდატეხის შეტანას, თუმცა ამას ვერ ახერხებს. რუსეთს თავისი ძალები დონბასში აქვს მობილიზებული. კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ბახმუტი, სადაც უკრაინელების გვერდიგვერდ იბრძვიან ქართველი გმირები. 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი