
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 22 აპრილის საღამოს მონაცემებით, დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით სამი სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
შეიარაღებული ძალების ცნობითვე, დარტყმების შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გავრცელებულ განცხადებაში გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა მაღალი რჩება.