რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი და ახლა უკვე განათლების მინისტრი - რას შეცვლის განათლების სისტემაში გიორგი ამილახვარი და შეძლებს თუ არა საკმაოდ მდიდარი მინისტრი, პრობლემებს იმ ღარიბი მშობლების თვალით შეხედოს, რომელთა შვილებიც, სკოლაში უმეტესად მშივრები არიან?
გაეროს ბავშვთა ფონდისა და “საქსტატის” კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედზე მეტი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. მიზეზთა შორისაა საკმარისი თანხის არქონა.
კვლევის მიხედვით, სასკოლო საათებში არ იკვებება მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის 45%, ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვთა შორის კი ეს მაჩვენებელი 28 %-ია.
განათლებისა და ჯანდაცვის ექსპერტები ერთ პოზიციაზე არიან და ამბობენ, რომ სკოლებში კვების პრობლემის მოგვარება მინისტრისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. შეძლებს თუ არა ამილახვარმა ამ გამოწვევას გაუმკლავდეს ან შეძლებს თუ არა განათლების სისტემაში რამე შეცვალოს, ამას დრო აჩვენებს, მანამდე კი "მთავარმა" მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა, რომელიც საკმაოდ დატვირთულია ძვირადღირებული ნივთებითა და უძრავ-მოძრავი ქონებით.