იაპონია მსოფლიო ბანკს უკრაინის აღდგენისთვის 471 მლნ დოლარს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

იაპონია მსოფლიო ბანკს  უკრაინის აღდგენისთვის 471 მლნ დოლარს გამოუყოფს, - ინფორმაციას უკრაინული მედია მსოფლიო ბანკის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს თანხები არის 5,5 მლრდ აშშ დოლარის ვალდებულების ნაწილი, რომელიც იაპონიამ თებერვალში აიღო, რათა დაეხმაროს უკრაინას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.  

 "იაპონია აგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ველით, რომ ჩვენი წვლილი ეფექტურად იქნება გამოყენებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას მსოფლიო ბანკის ჯგუფთან", - განაცხადა იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო საქმეთა საკითხებში ენტარო ოგატამ.

ეს საგრანტო შენატანი აორმაგებს მსოფლიო ბანკის სახსრებს. ახლა უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, გზების, ხიდების, საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების შესაკეთებლად გადაუდებელი სამუშაოებისთვის საგრანტო რესურსების ჯამური მოცულობა 850 მილიონ დოლარზე მეტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი