უახლოეს მომავალში უკრაინას Leopard-ის 6 ტანკს გადავცემთ - ესპანეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

ესპანეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის  დაპირებული 10 ტანკიდან ექვსს უახლოეს მომავალში მიაწვდის. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.

"ესპანეთი უკრაინას დაპირებული 10 Leopard 2A4 ტანკიდან 6-ს უახლოეს მომავალში გადასცემს. ამის შემდეგ იქნება მეორე პაკეტი კიდევ ოთხი ტანკით.

ესპანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ეს მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, ლტოლვილების მიღებას და თავდაცვითი იარაღის მიწოდებას", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი