მალიში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

მალის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ სევარეში მომხდარი ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 20-მდე შენობა დაინგრა.

არსებული ინფორმაციით,  თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

მალის გუბერნატორის სპიკერმა იაკუბ მაიგამ განაცხადა, რომ ყველა დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი