
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის და მისი მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა სქემა, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს, უკრაინის ომს და აგრესორის შესაძლებლობებს დროს მატებს.
ზელენსკის თქმით, რაც უფრო მკაცრი იქნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება აგრესია.
"ჩვენი სანქციების პაკეტები პარტნიორებთან დეტალურად მუშავდება. ეს არის ყველა ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საერთო ამოცანა - აბსოლუტურად ყველა ჩვენგანის, ვინც ომის უფრო სწრაფად დასრულებისა და უფრო სწრაფი გამარჯვების გზას ეძებს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყოველგვარი შესაძლებლობა აღმოიფხვრას.
ყოველი რუსული სქემა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ სანქციებს, ამ ომს დროს, აგრესორს კი შესაძლებლობებს მატებს.
შესაბამისად, რაც უფრო მკაცრი იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი, რაც უფრო მეტი შეზღუდვა ექნება ტერორისტულ სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ ყველა პირს, მით უფრო მალე დასრულდება აგრესია", - ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ზელენსკიმ სანქციები დაუწესა 40 ფიზიკურ და 382 იურიდიულ პირს - სანქცირებულია რუსეთის ცესკო და პოლიტიკური პარტიები