ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს​

გამოქვეყნდა:

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 22 აპრილს, საღამოს ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქი S-300 რაკეტებით სულ მცირე 5-ჯერ დაბომბეს. 

"ნოვოსიბირსკის რაიონში, სარაკეტო იერიშის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.. იერიში ასევე დაფიქსირდა სლობიდსკის და ოსნოვიანსკის რაიონებშიც. ორივე შემთხვევაში ოკუპანტებმა ცეცხლი სამოქალაქო ობიექტებს გაუხსნეს" - წერს ტერეხოვი.

დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი