უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ - ISW

გამოქვეყნდა:

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ბოლო განახლებაში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ხერსონის ოლქში მდინარე დნეპროს მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე.

სამხედრო ანალიტიკოსებმა პირველად მიუთითეს, რომ შესაძლოა, ამ ტერიტორიებზე კონტროლი უკრაინის ძალებმა აიღეს. 

ISW-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსი "სამხედრო ჟურნალისტების“ გეოგრაფიულად მითითებული ვიდეოკადრებითა და ტექსტური შეტყობინებებით, დასტურდება, რომ უკრაინელებმა დაიკავეს ტერიტორია და იმყოფებიან რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან - ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით. 

"რუსი "სამხედრო ბლოგერების" მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები გვიჩვენებს, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები მდინარე დნეპროს ნაპირზე ოლეშკის ჩრდილოეთით (ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ) და დაწინაურდნენ დასახლების ჩრდილოეთ გარეუბანმდე E97 გზატკეცილზე. ასევე დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ).",- წერს ISW

ISW-მ აღნიშნა, რომ 20 და 22 აპრილს რუსი "სამხედრო ჟურნალისტები" აცხადებდნენ, რომ უკრაინული ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდნენ პოზიციებს ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაამყარეს სტაბილური მიწოდების ხაზები ამ პოზიციებზე და რეგულარულად ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი