
22 აპრილს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3 ფრონტზე რუსეთის 58 თავდასხმა მოიგერიეს - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბოლო განახლებაში წერს.
„ბოლო დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა 8 სარაკეტო და 37 საჰაერო დარტყმა და გაისროლა დაახლოებით 45-ჯერ, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე. დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
მტერი თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას ფრონტებზე - მოვიგერიეთ მტრის 58 შეტევა. უმძიმესი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის",- ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბის ინფორმაციით, ვოლინისა და პოლისიის ფრონტებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.