"ლაწირაკი ბავშვი" - ბრალდებულის მიმართვა პროკურორს და ხმაური სულაბერიძის საქმის სასამართლოზე 

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლემ ბრალდებულს პროცესი პროკურორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინა. ღლონტმა ბრალმდებელს "ლაწირაკი ბავშვი" უწოდა.

აღკვეთის ღონისძიებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებ. ღლონტის ადვოკატი ამბობს, რო განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია და ისინი ამას ალტერნატიული გამოძიებითაც დაადასტურებენ. 

წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღლონტს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

სამართალდამცველებმა ღლონტი  29 ივლისს დააკავეს.

ლერი სულაბერიძის მანქანას 28 ივლისს, ბაგებში ესროლეს. თავად სულაბერიძეს დაზიანება არ მიუღია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი