
ჩრდილოეთ საფრანგეთში, ფესტივალზე, ავტომობილი ხალხში შევარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ყველაზე მძიმედ 75 და 82 წლის პენსიონერები არიან.
ცნობილია, რომ მანქანას 76 წლის კაცი მართავდა, რომელმაც კონტროლი დაკარგა მას შემდეგ, რაც სამუხრუჭე პედალი გაზის პედალში აერია. საფრანგეთის პოლიციამ ის უკვე დააკავა.