"ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლი ფაქტობრივად აღარ არსებობს" - ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ. ამბობენ, რომ უამინდობის გამო, თითქმის მთლიანად გაანადგურდა ზღვისპირა ზოლის 6-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამ ეტაპზე სანაპირო ზოლზე ინერტული მასალები შეაქვთ.
ოპოზიცია კორუფციულ გაფიგებსა და ამ სფეროთი კრიმინალურო სამყაროს დინტერესებაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღნიშნავენ, რომ ჭოროხზე ინერტული მასალების ამოღებით, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნსსმენები არიან დაინტედესებული.
"მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალაების ამოღება წლებია მიმდინარეობს. ადრე ხდებოდა ე.წ. კარასის ტბორების შეფუთვის ხარჯზე, თითქოს, ნებართვას გასცემდნენ ტბორის მოწყობაზე და რეალურად ინერტული მასალის ამოღება ხდებოდა. ბოლო პერიოდში წარმოუდგენელ საზიზღრობას მიაღწია და პირდაპირ უკანონოდ მიმდინარეობს ინერტული მასალის მოპოვება ჭოროხიდა. ეს არის კლასიკური მაგალითი როგორ არის სხვასხვა წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანოები და კრიმინალური პოლიცია ერთად ჩართული კორუფციის საქმეში",- ამბობს გიორგი კირთაძე.
ოპოზიციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ 2014 წელს აიკრძალა ჭოროხიდან 20 კმ-ის რადიუსში ინერტული მასალის მოპოვება, თუმცა მათი თქმით, იმ დღიდან დღემდე ყოველდღიურად ხდება ინერტიული მასალების მოპოვება, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ ჭოროხის კალაპოტი ფაქტობრივად აღარ არსებობს და ბათუმს ბულვარი ყოველდღიურად ეკარგება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე