ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი Su-35-ის საბრძოლო თვითმფრინავებით დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი Su-35-ის საბრძოლო თვითმფრინავებით დაბომბეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო სარდლობა ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ოთხი თვითმფრინავიდან ჩამოაგდეს ხუთი KAB-500 ბომბი.

არსებული ინფორმაციით, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები. სამხედროების ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა.

ცნობისთვის, მანამდე The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა გააუმჯობესა KAB-500 ბომბი ე.წ. ფრთებითა და GPS სისტემით, რაც მას სამხედრო თვითმფრინავიდან ჩამოშვების და  სამიზნეზე მიღწევის საშუალებას აძლევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი