
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრება. ცნობილია, რომ ის 24-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.