"მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ..." "საჭიროა ვიზრუნოთ ადამიანის სიცოცხლეზე" | სინოდის წევრების ნაწილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს "მთავარ არხთან" კომენტარი გააკეთეს სინოდის წევრებმა.

მაღალი იერარქები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება დაცული უნდა იყოს და ხელისუფლებამ მისი სამკურნალოდ გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

"რა თქმა უნდა, უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი ირჩევენ ხელისუფლებას, ისინი არიან დამქირავებლები და ნებისმიერი ხელისუფლება მათი მსახურია. მაგრამ ვიმეორებ, საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს, არცერთი ერთმანეთზე უკეთესი არ იყო და ჯერჯერობით არ არის", - თქვა დმანისისა და აგერაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა.

"ვფიქრობ, რომ როცა ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი დგას, აქ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ვიზრუნოთ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. რა ვითარებაშიც არ უნდა იყოს, საპატიმროშია თუ გარეთ არის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მზრუნველობას", - თქვა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

"ჩემთვის ყველა ადამიანი მისაღებია და ყველას უნდა გაეწიოს ყურადღება და თუ საჭიროებაა სამედიცინო დახმარებაც უნდა ჩაუტარდეს", - თქვა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი