"სხვადასხვა დროს არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებას" - ამის შესახებ შსს-ში იმ პირთან დაკავშირებით საუბრობენ, ვინც ცოტა ხნის წინ, დედოფლისწყაროში, პრემიერ ღარიბაშვილის სახლს დაეჯახა, მოგვიანებით კი დააკავეს.
მოქალაქე, რომელიც არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს და საფრთხეს უქმნიდა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, სხვადასხვა დროს არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებას, რომ გაეჩერებინა ავტომობილი.
მან ასევე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დააზიანა სამართალდამცველების ავტომანქანებიც.
სამართალდამცველებმა აღნიშნული მოქალაქე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე და 353-ე მუხლის პირველი ნაწილებით, - აცხადებენ შსს-ში "მთავარ არხთან".
ავტორი: ია გულიაშვილი