
კვირას, 23 აპრილს, დიდმა შვიდეულმა მარცვლეულის შეთანხმების "გაგრძელება, სრული განხორციელება და გაფართოება" მოითხოვა.
იაპონიაში G7-ის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მინისტრებმა შეთანხმების მნიშვნელობა აღიარეს და თქვეს, რომ მხარს უჭერენ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას და გაფართოებას.
"ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობებს გამოიყენოს საკვები, როგორც დესტაბილიზაციის საშუალება და გეოპოლიტიკური იძულება. კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ საკვების იარაღად ქცევით", - წერია განცხადებაში.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა Telegram არხზე დაწერა, რომ თუ G7 გადაწყვეტს რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, მოსკოვი შეწყვეტს მარცვლეულის შეთანხმებას.
გავრცელებული ინფორმაციით, G7 ქვეყნები განიხილავენ რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულ აკრძალვას.