
სუს-სს შეთავსებული აქვს ისეთი ფუნქციები, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების დაცვას არ შეესაბამება - ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დასკვნაშია საუბარი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამეტებას და სახელმწიფოს რესურსების არარაციონალურ გადანაწილებას
უსაფრთხოების სამსახური ინდა იყოს ფოკუსირებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვაზე და მაქსიმალურად აირიდოს სხვა საქმიანობა. გამოიკვეთა რომ ძალიან დიდი რესურსი მიდის კორუფციასთან ბრძოლაზე, ძალიან დიდი რაოდენობის საქმეებია ამ მიმართილებით - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი