რა ვითარებაა უკრაინაში | გენშტაბი 23 აპრილის შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 23 აპრილის შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს

გენშტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 28 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაინგრა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურები. გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია.

გენშტაბის ცნობითვე, რუსი სამხედროების ძალისხმევა კონცენტრირებულია  შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. რუსი სამხედროები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ავდიივკას მიმართულებით, თუმცა ოკუპანტებმა ადგილზე დიდი დანაკარგი განიცადეს.

გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღის განმავლობაში  მტრის 45-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. 

მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტსა და მარინკასთან, ვოლინისა და პოლისიის ფრონტებზე კი  ვითარება სტაბილურია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი