ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ავრცელებს.

მისი ცნობით, ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ის სხდომის თავმჯდომარე იქნება. სერგეი ლავროვის ვიზიტი 24-25 აპრილს გაგრძელდება. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლავროვი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შეხვდება.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემა გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ლავროვმა გაეროს მთავარი ოფისი მდებარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 1 აპრილიდან რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი