დღეს უკვე მოვითხოვთ, შეგვხვდეს პრემიერი, მოგვისმინოს - კანცელარიასთან მშობლებმა კიდევ ერთი ღამე გაათენეს

გამოქვეყნდა:

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. მათ შენობასთან მეექვსე ღამე გაათენეს.

მშობლები ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას, ასევე პრემიერმინისტრთან შეხვედრას უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვენ.

"6 დღე და ღამეა მშობლები ქუჩაში ვართ, წვიმაში, ასეთ ამინდში. სამწუხაროდ, არავინ ჩამოვიდა და არავინ გამოგვეხმაურა. არავის გამოუხატავს გაყინულ მშობლებთან შეხვედრის სურვილი. ჩვენ, მშობლებს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, რომ შეგხვდეს პრემიერი და დღეს მკაცრად უკვე მოვითხოვთ, რომ შეგვხდეს, რათა დასრულდეს ქუჩაში დედების ღამის თევა. ჩვენ გვყავს შვილები სახლში, შვილები, რომელთა გამოც ვითხოვთ მედიკამენტს და ვათენებთ.

გაუსაძლისია...ნუთუ ვერ მივაწვდინეთ ხმა ბატონ პრემიერს, ნუთუ ვერ გვხედავს გაყინულ მშობლებს. დღეს კანცელარიასთან ვდგავართ, სწორედ ამ შეუსვენია მობრძანდება ბატონი პრემიერი და შეგვხვდეს, სულ რაღაც 20 წუთი მოგვისმინოს რა გასაჭირი გვაქვს, რას ვითხოვთ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცოტა ხნის წინ ადგილზე იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ სახალხო დამცველი ჩართულია საკითხის შესწავლაში. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატს კომუნიკაცია ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგენელს დეტალებზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, აქონდროპლაზია გენეტიკური დაავადებაა, როცა ბავშვის სხეული ასიმეტრიულად ვითარდება და ის დაახლოებით 25 ათასიდან ერთ შემთხვევაში ვლინდება. წამალი, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში არ შემოდის. მშობლები ამბობენ, რომ რომც შემოდიოდეს, დახმარების გარეშე, პირადი სახსრებით ვერ შეძლებენ მის შეძენას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი