
ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ პარტიის ახალ მენეჯმენტს მისი გადადგომა სურს, რათა თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი დაასახელონ.
დუმბაძე ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს.
"ამას წინ უძღვებოდა პარტიის ახალი მენეჯმენტის და სხვების ჩემთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე თუ გადავდგებოდი უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ მათთვის სასურველ კანდიდატს დაასახელებდნენ ფრაქციის თავმჯდომარედ, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ნურას უკაცრავად, არასად წასვლას არ ვაპირებ, არ გადავდგები, მიხედეთ წინასაარჩევნო დაპირებებს, მიხედეთ ქვეყანას და თუ არ შეგიძლიათ, უნდა წახვიდეთ, უნდა გადადგეთ," - ამბობს დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ პარტიის ახალი თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. როგორც აჭარის ორგანიზაციაში ამბობენ, ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან ის დეპუტატები ამოიღო, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.