
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი, ლევან ანთაძე თანაპარტიელის, გიორგი კირთაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მომხრეები ამოიღო.
ანთაძის თქმით, პირები, რომლებიც ხაბეიშვილმა სიიდან ამოიღო, პარტიის ინტერესებს არ ატარებენ.
"გარკვეული დაჯგუფებაა შექმნილი, ცალკე ოფისი აქვთ გახსნილი. ერთი რამეა, თვითმმართველობაში საკრებულოს წევრი უნდა წარმოადგენდეს იმ პარტიის ინტერესს, რომელმაც შეიყვანა ეს დეპუტატი, გამომდინარე აქედან, ეს ადამიანები, მათ შორის ბევრი დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია ნაციონალური მოძრაობიდან, დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს პარტიის ინტერესს და არ ატარებენ პარტიის ხაზს. გამომდინარე აქედან, ეს ადამიანები ამოღებული იქნენ სიიდან, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და პარტიის თავმჯდომარეს ამის უფლება აქვს", - თქვა ლევან ანთაძემ.
განცხადება გიორგი კირთაძემ დღეს გააკეთა. ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წევრები თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.