
საქართველოს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მოსწავლეების კვების მიმართულებით გამოწვევები არსებობს. მისი თქმით, 1-2 წელში, როცა სკოლებში შესაბამისი სასადილო ინფრასტრუქტურა და ადგილები იქნება, ბავშვებს ხარისხიან კვებას შესთავაზებენ.
"რა თქმა უნდა გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ, ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ, რომ მათ შორის, რა თქმა უნდა არის სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად, როდესაც ჩვენ ძალიან მალე, 1-2 წელიწადში უკვე, უმრავლეს სკოლაში გვექნება შესაბამისი სასადილო ინფრასტრუქტურა და ადგილები, უკვე დამუშავებული მეთოდოლოგიისა და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების შესაბამისად, ჩვენს შვილებს შევთავაზოთ ხარისხიანი და უვნებელი კვება," - განაცხადა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ამილახვარს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს. იხილეთ:
ავტორი: საბა ბუაძე.