ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას - ღარიბაშვილი აქონდროპლაზიაზე

გამოქვეყნდა:

"ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. გესმით ხომ რა მარტივად არის საქმე, ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას, და ამის შემდეგ ალბათ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი. დიდი ბრიტანეთი, მეორე უზარმაზარი სახელმწიფო, ძალიან მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ამ პროგრამის თუ არ ვცდები დაფინანსება, შემდეგ შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამის თაობაზე, მე აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი, მაგრამ ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად არ აფინანსებს".

თქვა პრემიერმინისტრმა აქონდროპლაზიის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი