თუ ეს ყველაფერი ბავშვის ინტერესს ემსახურება, მთავარია გადავიდეს ისევ კონსტრუქციულ რეჟიმში - გაბუნია

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიდის, სამინისტრომ კონსულტაციების დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან, გასული წლის ბოლოს. თუ ინტერესი არ გვქონდა ჩვენ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის, მაშინ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს კონსულტაციები, ეს კონსულტაციები დღესაც გრძელდება. ამ ტიპის ფორმატში ძალიან რთულია კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღება, ამდენად ბავშვის ინტერესი ვისაც აქვს, თუ ეს ყველაფერი ბავშვის ინტერესს ემსახურება, მთავარია ყველაფერი გადავიდეს ისევ კონსტრუქციულ, სამეცნიერო რეჟიმში და ჩვენ ვიმსჯელოთ იმ რისკებზე, რისკების გადაზღვევის გზაზე, რაც შეიძლება ახალი ინოვაციური მედიკამენტის დანერგვას ქვეყანაში უკავშირდებოდეს". 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი