ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც NATO-ში, ისე ევროკავშირში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ცნობისთვის, 21 აპრილს NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 25 აპრილს ღარიბაშვილი  NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი