"საქართველოსთვის" ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დეპუტატების განცხადებით, უნდა გამოვლინდეს დანაშაულის ორგანიზატორები, მფარველები, ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი.

პარია მოუწოდებს "ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.

"ფაქტია, რომ საერთაშორისო გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებამდე მივა. ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება მძიმე პოლიტიკური შედეგები, იმ რეპუტაციულ ზიანთან ერთად, რომელიც უკვე ყოველდღიურად გვიდგას იმ დანაშაულის გამო, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეებს ასობით მილიონი დოლარს ჰპარავენ დღემდე.

საზოგადოებაში ლეგიტიმურად ისმის კითხვები, როგორ მოხდა, რომ საქართველოში უკვე მე-3 წელია ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ უფრო მეტი შედეგი აჩვენა, ვიდრე ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა?! როგორ ვიგებთ ასეთ ფაქტებს უცხოეთიდან და არა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისგან?! რამდენად შესაძლებელია, ხორციელდებოდეს ამ მასშტაბის ორგანიზებული დანაშაული დედაქალაქში, ათასობით დასაქმებული პირის ჩართულობით და ამის შესახებ არ ფლობდეს ინფორმაციას არც ერთი სახელმწიფო უწყება?! ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სახელმწიფოს ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის ხარჯზე, მდიდრდებიან საერთაშორისო კრიმინალები და მათი გავლენიანი მფარველები სახელისუფლებო წრეებიდან და მათი ახლო გარემოცვიდან?!" - თქვა ბერდია სიჭინავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანი წითლიძემ თქვა, რომ ისინი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. 

პარტია "საქართველოსთვის" საკითხს ბიუროზე ორშაბათს დაარეგისტრირებს, ისინი ასევე ემზადებიან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად, რათა "ოცნებამ" ოპოზიციის ინიციატივის დაბლოკვა ვერ მოახერხოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი