
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ირანის ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
ახალი სანქციები ეხება KIR-ის ოთხ მეთაურს, რომელთა ხელმძღვანელობით ცეცხლი გაუხსნეს უიარაღო მომიტინგეებს. მეთაურები ასევე მონაწილეობენ მომიტინგეების თვითნებურ დაკავებასა და წამებაში.
"დიდი ბრიტანეთი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დღეს კიდევ ერთხელ ცხადყოფენ, რომ ჩვენ არ უგულებელყოფთ [ირანის] რეჟიმის მკაცრ ჩაგვრას", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.
სანქციების სიაში მოხვდნენ მოჰამად ნაზარ აზიმი, ჰაბიბ შაჰსავარი, მოჰსენ კარიმი და აჰმად კადემი.
ცნობისთვის, 2022 წლის ოქტომბრიდან გაერთიანებულმა სამეფომ 70-ზე მეტი ირანელი ოფიციალური პირი და ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დარღვევის გამო შეიყვანა სანქცირებულთა სიაში. ირანთან დაკავშირებული პირების საერთო რაოდენობა 300-ზე მეტია. ეს სია მოიცავს IRGC-ს, ირანის გენერალურ პროკურორს და მორალის პოლიციას.