
ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 9 მაისს ქვეყანაში სამხედრო აღლუმის გამართვა არ იგეგმება.
უწყებამ განმარტა, რომ სამხედრო აღლუმი ბიუჯეტის სახსრების დაზოგვის მიზნით არ გაიმართება, გარად ამისა "სხვა ამოცანების გადაჭრის აუცილებლობასთან დაკავშირებით“, მათ შორის "შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობებისა და მობილობის შესაბამისი დონის შესანარჩუნებლად".
2022 წელს ყაზახეთმაც მსგავსი მიზეზით არ გამართა სამხედრო აღლუმი 9 მაისს. 2020 და 2021 წლებში ქვეყანაში სამხედრო აღლუმები კორონავირუსის გამო გაუქმდა.