
"თქვენ შეიძლება თვლიდეთ, რომ ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია, თუკი რომელიმე ავტორიტეტი გასცემს რეკომენდაციას, ის უპირობო ჭეშმარიტებად მიიჩნეოდეს. ეს, სხვათაშორის, აზროვნების ყველაზე არაევროპული მოდელია, რაკი მოთხოვნა მიემართებოდა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ მერწმუნეთ, პრეზიდენტი არ არის ვალდებული, არ შეიძლება ასე წარმოაჩინოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, თუკი განსხვავებული შეხედულება აქვს, რომ ამის შესახებ არ ამცნოს რეკომენდაციის ავტორს ან საზოგადოებას"
- თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჰელსინკის კომიტეტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ, რომელიც ნიკა გვარამიას ეხებოდა