ვოლსკის თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მყარი საფუძველი არ აქვს

გამოქვეყნდა:

"საპარლამენტო კომისიის შექმნას უნდა ჰქონდეს გარკვეული მყარი საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული სახეზეა და ამ დანაშაულზე შესაბამისი უწყება არ რეაგირებს", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა საკუთარი პოლიტიკური გეგმის მისაღწევად უნდა.

"არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თავიანთ პოლიტიკურ გეგმას მიაღწიონ და აქედან დივიდენდი მიიღონ. საპარლამენტო კომისიის შექმნას უნდა ჰქონდეს გარკვეული მყარი საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული სახეზეა და ამ დანაშაულზე შესაბამისი უწყება არ რეაგირებს", - თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ითხოვს შეიქმნას მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, თუმცა კომისიის შექმნის მოთხოვნა "ქართულმა ოცნებამ" საამჯერ ჩააგდო და სანქცირებულ მოსამართლეებს სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი