რატომ დატოვა თუ დაატოვებინეს თანამდებობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუნერნატორმა - "მთვარის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თავად რეგიონის პირველი პირი ადასტურებს. არჩილ ჯაფარიძე "მთავართან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პირადი მოტივები იყო და ამბობს, რომ პოსტიდან წასვლას დიდი ხანია, აპირებდა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა. ამას ადასტურებენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმითაც, ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი დიდი ხნის განმავლობაში იყო.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ოპოზიციაში - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან უთანხმოების გამო დატოვა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ჯაფარიძე გუბერნატორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.