"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირება, მით უკეთესი" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირება, მით უკეთესი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს. 

"ეს არის შიდა პარტიული დაპირისპირება და კარგი იქნება, თუ ეს დაპირისპირება გაგრძელდება მინიმუმ 2024 წლის ბოლომდე, რათა ეს ყველაფერი მაქსიმალურად აისახოს "ნაცმოძრაობის" საარჩევნო შედეგებზე. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დემოკრატიული სისტემა ჯანსაღად განვითარდეს. ვიდრე "ნაცმოძრაობა" არის მეორე პოლიტიკური პარტია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მანამდე სისტემა სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან კარგია ის პროცესები, რომელიც "ნაცმოძრაობაში" წარიმართება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება მით უკეთესი" - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი