კანადამ სუდანში საელჩო დახურა

გამოქვეყნდა:

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ ხარტუმში საელჩოს დროებით დახურვისა და ყველა დიპლომატის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

"სუდანში ვითარება სწრაფად გაუარესდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა ხარტუმში ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების დაცვა. სუდანში კანადის ელჩთან კონსულტაციის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სუდანში მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ" - წერია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების, "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი