
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში აღდგენას მოითხოვს. მათ უკვე მიმართეს ადმინისტრაციას დიალოგის თხოვნით. ტელევიზიის თანამშრომლებმა
კოლეგების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
ამბობენ, რომ გიორგი კოხრეიძე ათავისუფლებს ყველას, ვინც მისი თანამოაზრე არ არის. მათივე თქმით, შეტევა იმ თანამშრომლებზე მიმდინარეობს, რომლებიც ალტერნატიული პროფკავშირების წევრები არიან.
იდევნებიან თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი და დირექტორი არც კი მსჯელობს იმაზე, რომელი დისციპლინური ნორმა გამოიყენოს, როგორ დასაჯოს თანამშრომლები იმიტომ, რომ ვიღაცა მოსწონს - ტოვებს, ვიღაცა არ მოსწონს - სამსახურიდან უშვებს, - თქვა
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა
ცნობისთვის, მენეჯნემტის გადაწყვეტილებით სამი თანამშრომელი გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიაში თანამშრომლების გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. მაშინ თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ამ ყველაფერს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე