ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 187 770 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 25 აპრილამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

ჯარისკაცი - დაახლოებით 187 770;
​ტანკი - 3 688;
ჯავშანტექნიკა - 7 151;
საარტილერიო სისტემა - 2 863;
სარაკეტო სისტემა - 539;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 291;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 437;
საკრუიზო რაკეტები - 911;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 784;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
​ სპეციალური აღჭურვილობა - 345.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი