რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა. პროპაგანდისტული მედია TASS წერს, რომ პილოტი ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივი სამსახურები ამბობენ, რომ ვერტმფრენში სხვა მგზავრები არ ყოფილან.

"ერთ-ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება სასწრაფო დახმარების სამსახურს, მგზავრების გარეშე, ბაზაზე დაბრუნებისას ჩამოვარდა. პილოტი ადგილზე გარდაიცვალა", - თქვეს ჯანდაცვის რეგიონულ კომიტეტში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თქვა, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი და პილოტის ცხედარი ნახეს ვოლგოროდის ოლქის სოფელ ერზოვკასთან ახლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი