მოსკოვის ოლქში კიდევ ერთი, მესამე ჩამოვარდნილი დრონი იპოვეს

გამოქვეყნდა:

რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიდევ ერთი, ბოლო ორი დღის მანძილზე უკვე მესამე დრონის ნაწილები იპოვეს მოსკოვის ოლქში, ამჯერად ბოგოროვსკის რაიონში. 

"რია" ამბობს, რომ დაცემისას დრონმა მცირე მექანიკური დაზიანება მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენ აპარატს ასაფეთქებელი ნივთიერება არ ჰქონია. 

ერთი დღით ადრე მოსკოვთან, ნოგინსკის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. რუსულ მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა ბორტზე და უკრაინული ძრავით იყო. მოგვიანებით, მედიებმა დაწერეს, რომ ჩამოვარდნილ დრონს ამერიკული ძრავა ჰქონდა და ასაფეთქებელს არ ატარებდა.

გუშინ, მოგვიანებით ამავე ოლქში, პავლოვსკი პოსადის რაიონში მეორე დრონის ნამსხვრევებიც აღმოაჩინეს. "ტასი" წერდა, რომ მას ორი პარაშუტი ჰქონდა და ასაფეთქებელს არ ატარებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი