გამოკითხულთა 87% ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს - IRI

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 87% საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

გამოკითხულთა 8% ამბობს რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს აშშ ქმნის, კიდევ 8% - თურქეთს ასახელებს, 4% - ირანს, 3% - სომხეთს, 3% - აზერბაიჯანს, 3% - ევროკავშირს, 2% - უკრაინას, ხოლო კიდევ 2% - ჩინეთს. 

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ევროკავშირია. 47% ამბობს, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკაა, 27% - უკრაინას ასახელებს, 18% - თურქეთს, 16% - აზერბაიჯანს, 12% - დიდ ბრიტანეთს, 8% - რუსეთს, 8% - სომხეთს, კიდევ 8% - ისრაელს, 3% - ჩინეთს, 2% კი უნგრეთს.

IRI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 76% საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 6% - თურქეთს, 5% - აშშ-ს, 2% - ევროკავშირს, კიდევ 2% - უკრაინას, ასევე 2-2% პროცენტი ასახელებს საქართველოს ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ ირანს, ჩინეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. 

IRI წერს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა - 60% ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს. 43% - ამერიკას, 30% - თურქეთს, 22% - აზერბაიჯანს, 21% - უკრაინას, 12% - თურქეთს, 8% - დიდ ბრიტანეთს, 5% - ჩინეთს, 7% - სომხეთს, 6% - ისრაელს, 2% - ირანს, ხოლო 1% - უნგრეთს.

აღნიშნულ კითხვებზე რესპონდენტებს რამდენიმე პასუხის გაცემა შეეძლოთ.

IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. 

კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი