საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას - IRI

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: 

  • შემოვიდნენ საქართველოში თავისუფლად, ვიზის გარეშე - 13% უჭერს მხარს;
  • დაარეგისტრირონ ბიზნესი - 7% უჭერს მხარს;
  • შეიძინონ ქონება - 4%;
  • არცერთს ზემოთ ჩამოთვლილიდან - 79% უჭერს მხარს;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 5%.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში, სანამ არ დაგვიბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიები:

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 34% მკაცრად ეწინააღმდეგბა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, ხოლო 23% მხარს უჭერს, პირდაპირ ავიამიმოსვლას ნაწილობრივ მხარს უჭერს 25%, ხოლო ნაწილობრივ ეწინააღმდეგება 12%. კითხვას არ ვიცი/არ უპასუხა - 6%-მა.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი