მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით - ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მხარს უჭერს პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია.

"მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უმრავლესობას, გაირკვეს, ვინ არის ქოლ-ცენტრების რეალური მფლობელი და როგორც ცნობილია, ეს ქოლ-ცენტრები დღესაც ფუნქციონირებს. 
პასუხი უნდა  გაეცეს მთავარ კითხვას: თუ ქოლ-ცენტრების ნაწილი ეკუთვნის ბატონ კეზერაშვილს, როგორ მოახერხა მან, ანუ საქართველოს მთავრობის მიერ ძებნაში მყოფმა ადამიანმა,  მასშტაბურ (საუბარია მილიარდებზე) კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობა, ან მისი აწყობა საქართველოს ტერიტორიაზე . 
ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია - ამ ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს! ამიტომაც მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას." წერს ოქრიაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი